მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სააკაშვილი: მინდა სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს

George Pataraia

"მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას. მიყვარხართ" - მიხეილ სააკაშვილის ამ წერილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის უფროსი, გიორგი პატარაია ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. ექსპრეზიდენტის ადვოკატები, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ შუამდგომლობა პირველ დეკემბერს შეიტანა. 

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

თავად ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. ის ამბობს, რომ "კეთდება ყველა ის საჭირო მანიპულაცია, რაც აუცილებელია. შედეგი გვაქვს ის, რაც ნანახია, რაზეც საუბრობენ თუნდაც ჩვენი ექიმები, რაზეც საუბრობენ თუნდაც სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრი ექიმები".

კომენტარები