მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ალასანია: სააკაშვილი სიკვდილის პირასაა – ყველას ვთხოვ, შვილი გადამირჩინოთ

მინდა, ქართულ საზოგადოებას მივმართო. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან. ყველას ვთხოვ, შვილი გადამირჩინოთ, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს, სასამართლოსთან მოვიდეს და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, პოზიცია გამოხატოს. ცხოვრებაში არასოდეს არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობისა და სულგრძელობის იმედი მაქვს.

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. 9 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. ადვოკატები სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ. სხდომის პარალელურად კი, საქალაქო სასამართლოს ეზოში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

კომენტარები