კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე, ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი და, პირდაპირ ვიტყვი, იმისათვის გამიზნული, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება. მათ უნდათ, ეს თქვა პირდაპირ კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს, როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში. რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში ვერ არის, არ არის და ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
მდინარაძე კასიანოვზე: ყველაფერი გამიზნული იყო იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველოს მთავრობა
tbl.ge/67ey
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. დღეს, 6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ 1 თვის წინ საქართველოს მთავრობას გენერატორები სთხოვეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. მისივე თქმით, მრავალი თხოვნის მიუხედავად, საქართველოსგან იარაღის მიწოდებაზე პასუხი არ აქვთ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიომი უკრაინაშირუსეთ-უკრაინის ომიანდრეი კასიანოვიმამუკა მდინარაძესაქართველო-უკრაინაუკრაინა-საქართველო
ამავე თემაზე
- პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
- უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა
- უკრაინამ აზოვის ზღვაში კიდევ 11 რუსულ გემზე მიიტანა იერიში
- ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა
- მაკრონის თქმით, უკრაინა ფრანგული იარაღის წარმოების ლიცენზიას მიიღებს




