პატრიარქის ქადაგება

ილია II: ჯოჯოხეთი გამოვიარეთ – იმედია, შევძლებთ, დავძლიოთ სირთულეები, რაც ჩვენს წინაშეა

გილოცავთ დღესასწაულს, ტაძრად მიყვანებას ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. რა გამოვიარეთ ჩვენ? ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა – ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები ადამიანებისა, რომელნიც დახვრიტეს კომუნისტებმა რწმენისთვის.

დრო შეიცვალა. დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ აზიარონ შვილები სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს.

იმედი მაქვს, შევძლებთ, დავძლიოთ ის სირთულეები, რაც ჩვენს წინაშე დგას. ჩვენთან არს ღმერთი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე. 

კომენტარები