პოლიტიკური პროცესი

ჩერგოლეიშვილი: რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიგიყვანს? სიმართლის გზა მიგვიყვანს

ახლა ვართ ჩვენ ცხოველების ფერმის ფინალში, შალვა ხაჭაპურიძე არის მიშა სააკაშვილის ადოვკატი, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვართ. ჩემი გადმოსახედიდან, ღორიდან ადამიანზე მზერა რომ გადაგაქვს, ვეღარ არჩევ ამ ხალხს ერთმანეთისგან, ერთნაირი ტალახის სროლაა, "იმან რაც იკადრა, მეც უნდა ვიკადრო, ბიძინას სუფთა ხელებით ვერ მოერევი, ამიტომ ასავალ-დასავალი გვჭირდება ჩვენც" და ჩაძირეს პოლიტიკა.

ფასეულობების ომში ვართ - მეთქი, ხშირად ვიმეორებ და ისტორიულად, საუკუნეების მანძილზე დადასტურებული ფაქტია, რომ ერთი ფასეულობის ამოძირკვა საპირისპირი ფასეულობას შეუძლია. ჩვენ თუ ნათელი, ევროპული, პატრიოტული შინაარსის დღის წესრიგის გარშემო არ გავერთიანდით და ჩვენი მამოტივირებელი თუ არ გახდა სიმართლე ამ სიბინძურის ნიაღვარის, ცილისწამებების წინააღმდეგ, ჩვენც შთანგვთქავს, ჩაგვყლაპავს ბიძინა ივანიშვილი. 

ესაა რუსული რეალობა, როცა ყველა ბინძურია, არავინ მართალი არ არის, ყველა ერთი ნაგავია, ამას უწყობს ხელს მათ შორის ოპოზიცია და ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ სეპტიკურ პროცესს სჭირდება ძალიან ძლიერი ანტიბიოტიკური მკურნალობა და ჯანსაღი უჯრედების გაჩენა ამ პროვესში, იმიტომ, რომ ყველა ისე ჩამოლპა ძალიან მცირე გამომაკლისების გარდა, ისეთ პოლიტიკურ კორუფციაში გაეხვა, ყველაფერი იმართება დიდი ფულით, მაგალითად აიღეს ბიძინა ივანიშვილი და შენ რომ შენს მტერს ემსგავსები, მტერი ხომ გამარცხებს მაგ დროს, ანუ შენ თუ მტერმა დაგიმსგავსა ფასეულობების ომში, მოუგია და ეგაა. 

[ფასეულობების და პრინციპების ერთგულების] გზა გაიმარჯვებს, სანამ არ მოხდება ეს, აქ ვიქნებით ანუ გზა არის ეს. რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიგიყვანს, ხომ გახსოვთ? ტაძრამდე მიგიყვანს სიმართლის გზა, ანუ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება შეიძლება მარტო ფასეულობებით, პრინციპებით, დემოკრატიული დღის წესრიგით, ალტერნატიული დღის წესრიგის გაჩენით. ძალიან სასოწარკვეთილი პროცესია, როდესაც ოპოზიცია რაღაც სისულელეებს სჩადის, მაგალითად, შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს მოაწერს, თავზე ჩამოემხობა და მერე აბრალებენ ევროპელ მაღალჩინოსნებს. გუშინაც ლელოს წარმომადგენელი იძახდა, როგორ გვეთქვა უარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, რომ ხელი არ მოგვეწერაო. რავი, როგორც ზელენსკიმ უთხრა, ისე, იმიტომ, რომ შენ როდესაც შენი ქვეყნის ინტერესებს იცავ და იცი, რა ინტერესებიდან უნდა ამოხვიდეს, ის დასავლელი კოლეგა იმიტომ არის შენი პარნიორი და იმიტომ არ არის რუსეთი, რომ ამაში მოგყვება თუ არწმუნებ, იმიტომ, რომ იცის , რომ შენ უკეთესად იცი, შენს ქვეყანაში რა ხდება.

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები