პროტესტი ირანში

გაერო ირანში მიმდინარე პროტესტების გამოძიებას იწყებს

საპროტესტო აქცია მორალის პოლიციის მიერ დაკავებული მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო 
REUTERS/File

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა ორგანომ ახალი საგამოძიებო კომისიის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობის საკითხებს გამოიძიებს.

კანონპროექტს მხარი 25-მა წევრმა დაუჭირა, 6 მის წინააღმდეგ წავიდა, 16-მა მონაწილემ კი თავი შეიკავა.

"ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენება უნდა დასრულდეს". – აღნიშნა ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ფოლკერ თიურქმა მიმართვაში.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საპროტესტო აქციების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მათ შორის, 40-ზე მეტი ბავშვი, დაახლოებით 14,000 ადამიანი კი დააკავეს.

პარალელურად, ჟენევის შეხვედრაზე თეირანის წარმომადგენელმა, ხადიჯე კარიმმა დასავლეთის სახელმწიფოები უფლებათა საბჭოს ირანის წინააღმდეგ გამოყენებაში დაადანაშაულა და მან ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას “შემაძრწუნებელი და სამარცხვინო” უწოდა.

კომენტარები