რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკო: კიევის 70% ელექტროენერგიის გარეშეა, წყლის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა

კიევი

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ დედაქალაქის 70% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 

მისი თქმით, კიევის მარცხენა სანაპიროზე წყლის მიწოდება აღდგა, თუმცა მარჯვენა სანაპიროზე წყალმომარაგების აღდგენა ვერ მოხერხდა. 

" სპეციალისტები მთელი ღამე მუშაობდნენ დედაქალაქის სიცოცხლის საყრდენის აღსადგენად. ქალაქის მარცხენა სანაპიროზე წყალმომარაგება უკვე აღდგენილია. მარჯვენა მხარეს ვგეგმავთ მის აღდგენას დილით. დედაქალაქის 70% ისევ ელექტროენერგიის გარეშეა".- ამბობს მერი. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ბოლო დროს გაზარდა თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ქსელებზე. ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქ ლვოვსაც. ასევე, უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსული სარაკეტო იერიშების შემდეგ მოლდოვის ტერიტორიის ნახევარს ელექტროენერგია შეუწყდა

კომენტარები