ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი დეპუტატები 24 საათის განმავლობაში, შეიძლება ასე ითქვას, მუშაობენ მუხლჩაუხრელად იმისთვის, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნას შესრულებული და არავის არც ერთი კითხვა არა დარჩეს პასუხგაუცემელი, თქვენ რას აკეთებთ, თქვენ? რატომ არ მონაწილეობთ სამუშაო ჯგუფებში? 12 რეკომენდაციიდან პირველი არის დეპოლარიზაცია, ანუ გეუბნებიან ევროპელი ლიდერები, რომ დაასრულეთ ეს სამარცხვინო ასე ვთქვათ რიტორიკაც და მტრობა ქვეყნის. და თქვენ რას აკეთებთ იმისთვის რომ მინიმუმამდე მაინც დაიყვანოთ ეს ისედაც პოლარიზებული გარემო? არაფერს, პირიქით ცეცხლზე ნავთს ასხამთ ყოველ დღე.
ევროკავშირი-საქართველო
პრემიერი: ჩვენი დეპუტატები 24 საათი მუხლჩაუხრელად მუშაობენ რეკომენდაციების შესასრულებლად
tbl.ge/66ur
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. დღეს, 18 ნიოემბერს, ღარიბაშვილი ინტერპელაციის წესით პარლამენტის წინაშე წარსდგა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების კითხვებს პასუხობს.
ევროკავშირი-საქართველოირაკლი ღარიბაშვილიევროკავშირის რეკომენდაციებიევროკავშირიოპოზიციაქართული ოცნება
ამავე თემაზე
- "სანქცირებაზე მასალას მივაწვდით შესაბამის უწყებებს" – 4 ოპოზიციური პარტია სტრასბურგში
- ფოტიგა: საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გაიაზრებს ისე, როგორც გამომსვლელებს ესმით
- EPP: ქართული ოცნება ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება
- კუბილიუსი: ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას საკუთარი ევროპული მისწრაფება
- კრამონი: შეუძლებელია, რომ ხალხის ევროპული მისწრაფება წყლის ჭავლით დათრგუნო