რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დაბომბვის გამო კიევში მყოფი ნიდერლანდების საგარეო მინისტრი ბომბსაფარში ჩაიყვანეს

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო მინისტრმა, ვოპკე ჰოქსტრამ, რომელიც კიევში ვიზიტით იმყოფება და რომელსაც სარაკეტო იერიშის გამო ბომბსაფარში ჩასვლა მოუწია, CNN-ს უთხრა: "ყურადღება მიაქციეთ არა იმას, რას ამბობს, არამედ რას აკეთებს რუსეთი".

მინისტრის თქმით: "აქ მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება გვქონდეს - უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, იარაღის მიწოდების გაგრძელება, სამართლიანობისთვის ბრძოლის გაგრძელება, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაგრძელება".

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ოკუპანტებმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებს დაარტყეს. მისივე თქმით, სარაკეტო თავდასხმები, შესაძლოა, გაგრძელდეს. 

"85 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა უკრაინაში, ჩვენს ქალაქებში, უმეტესობა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. გასაგებია, რა უნდა მტერს, ის თავის მიზანს ვერ მიაღწევს. შესაძლოა ჯერ კიდევ 20 დარტყმა იყოს წინ. ამიტომ ყველას ძალიან გთხოვთ, იზრუნეთ საკუთარ თავზე და დარჩით თავშესაფარში.  მე ვიცი, რომ ელექტროსადგურებს დაარტყეს და ბევრ ქალაქს დენი არ მიეწოდება. Ჩვენ ვმუშაობთ. ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს გადავურჩებით".- ამბობს ზელენსკი მიმართვაში.

ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს. რაკეტები მოხვდა 2 საცხოვრებელ კორპუსს. წინასწარი ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში ერთი ცხედარი იპოვეს. 

კომენტარები