რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მილი: 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოკლული ან დაჭრილია

გენერალი მარკ მილი
AP/Olivier Matthys

აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, მარკ მილი ამბობს, რომ რუსეთის დანაკარგები უკრაინაში მიმდინარე ომში 100 000 კაცზე მეტია და უკრაინის დანაკარგიც დაახლოებით იგივეა.

"თქვენ ხედავ 100 000-ზე მეტ მოკლულ და დაჭრილ რუს სამხედროს. სავარაუდოდ, იგივე რაოდენობაა უკრაინის მხარესაც". – თქვა გენერალმა მილიმ.

ამას გარდა, მარკ მილის თქმით, უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, დაიღუპა 40 000-მდე მშვიდობიანი პირი.

გენერალმა მილიმ ისაუბრა მოლაპარაკებების შესაძლებლობაზეც. მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის უნდა იყოს მიღწეული "ურთიერთაღიარება", რომ ომში გამარჯვება "შესაძლოა, სამხედრო გზით მოპოვებადი არ იყოს და შესაბამისად სხვა ზომები გახდეს საჭირო".

არც მოსკოვი და არც კიევი დაღუპულთა რიცხვებს ზუსტად არ ასაჯაროებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლო ცნობა დაღუპულთა შესახებ 21 სექტემბერს გაავრცელა და თქვეს, რომ ომს ემსხვერპლა 5 937 ჯარისკაცი. უკრაინა კი ზაფხულში აცხადებდა, რომ 10 000-მდე სამხედრო დაეღუპათ.

კომენტარები