ენმ

ხაბეიშვილი: ენმ ყველა ასეთ სიტუაციას იყენებდა და გამოიყენებს გასაძლიერებლად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველა ასეთ სიტუაციას იყენებდა და გამოიყენებს გასაძლიერებლად. ჯანსაღი კონკურენცია, შიდაპარტიული დემოკრატია, ღიაობა და გახსნილობა არის გაძლიერების, გამარჯვების, რუსი ოლიგარქის დამარცხების წინაპირობა. ვფიქრობ, ყველამ ობიექტურად უნდა შევაფასოთ სიტუაცია და ეს გამოწვევა მივიღოთ.

ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია იყო და იქნება ყველა სიახლის, პროგრესის მხარდამჭერი და გამზიარებელი.

ხვალ, 10 ნოემბერს, 12:00 საათზე ამ თემასთან დაკავშირებით გავაკეთებ საგანგებო განცხადებას.

ასე ეხმაურება ენმ-ის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი თანაპარტიელების ბრიფინგს, რომლებმაც პარტიის სამდივნოს, პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

კომენტარები