მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ხაჭაპურიძე: დემენცია და ტუბერკულოზი სააკაშვილის სავარაუდო დიაგნოზებია

შალვა ხაჭაპურიძე და მიხიელ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ გამოკვლევების მიხედვით, დემენცია და ტუბერკულიოზი ექსპრეზიდენტის სავარაუდო დიაგნოზებია და ეს საბოლოოდ დადგენილი არ არის. ამის შესახებ ხაჭაპურიძემ ინტერპრესნიუსს განუცხადა.

"სავარაუდო დიაგნოზებზეა საუბარი, ჯერჯერობით საბოლოოდ დადგენილი არ არის, ველოდებით. ეს არის ეჭვი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ვგულისხმობ დემენციასა და ტუბერკულოზს და კიდევ 34 დაავადებაზეა საუბარი". - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

იქამდე, ხაჭაპურიძემ Georgian Times-ის ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენცია აქვს და გერმანელებმა მას ტუბერკულოზის დიაგნოზიც დაუსვეს. "დემენცია ერთი კი არა, ერთ-ერთია იმ ჩამონათვალიდან, რაც მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზებში აქვს. დღეს კი მას ტუბერკულოზის ჩხირიც დაუდგინდა" - თქვა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები