რუსეთის მოქალაქეები საქართველოში

დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე ქართველების მიმართ იგინებოდა

დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე ქართველებს აგინებდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, პირი დმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული.

შესაბამისი ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსეთი მოქალაქე ქუჩაში დგას და ქართველების მიმართ იგინება გუშინ, 5 ნოემბერს, Facebook-ზე გავრცელდა.

 

კომენტარები