უკრაინა-ბელარუსი

ბელარუსის მტკიცებით, უკრაინული დრონი საკუთარ ტერიტორიაზე იძულებით დასვეს

ბელარუსის სასაზღვრო სამსახურის მანქანა
ТАСС

ბელარუსის სასაზღვრო კომიტეტი აცხადებს, რომ ბელარუსმა მესაზღვრეებმა საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინელების უპილოტო საფრენი აპარატი იძულებით დასვეს. 

"ინციდენტი 2 ნოემბერს, ბელარუს-უკრაინის საზღვრიდან 1 კილომეტრში მოხდა, გომელის რაიონში. დადგინდა, რომ კვადროკოპტერს ბელარუსის საზღვართან იყენებდნენ უკრაინული გასამხედროებული დაჯგუფებები. [დრონის] დაფიქსირებული ფოტო და ვიდეომასალა მოწმობს, რომ დრონი უზრუნვეყოფილი იყო ინფრაწითელი ხედვის სისტემით, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების გადატანისა და ჩამოგდებისთვის გამოიყენება, ასევე ბეკარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საზღვრის დასაცავი ტექნიკური შესაძლებლობების დაზვერვისთვისა და ფოტოების გადასაღებად". – აცხადებენ ბელარუსის სასაზღვრო კომიტეტში.

მინსკის მტკიცებით, "იძულებით დასმული" დრონის მონაცემების ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის ტერიტორიიდან იყო აფრენილი.

კომენტარები