რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: თუ G20-ის სამიტს ვლადიმირ პუტინი დაესწრება, უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს

Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, თუ მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც დაესწრება

"პირადად ჩემი და უკრაინის პოზიცია შემდეგია: თუ სამიტს რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი დაესწრება, მასში უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ დღეს, 3 ნოემბერს ინდონეზიის პრეზიდენტთან, ჯოკო ვიდოდოსთან საუბრისას ქვეყნების ლიდერებმა სამიტისთვის მზადების პროცესი განიხილეს. 

"უკრაინა სამიტზე დღეს კიდევ ერთხელ დაპატიჟეს. ვნახოთ, რამდენიმე დღე დარჩა". - თქვა ზელენსკიმ. 

დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიში, ინდონეზიაში გაიმართება. 

კომენტარები