საქართველო-უკრაინა

ჩერგოლეიშვილი: სანქციებზე ამხელა ფსონის დადება უძალობის გამოხატულებაა

პატარა რომ იყავით, მამაჩემი ამერიკაში გადაგაგდებთო, რომ დამუქრებიხართ ვიღაცას, ეს ჰო თქვენი ძალის გამოხატულება არ იყო, ეს იყო თქვენი უძალობის გამოხატულება იმიტომ, რომ თქვენ იმას ვერ ერეოდით და მამით ემუქრებოდით. უძალობის გამოხატულებაა.

ასეთივე უძალობის გამოხატულება არის სანქციებზე ასეთი აღგზნება და ასეთი იმედების დალაგება. ყველა ოპოზიციონერი, რომელიც სანქციებზე ამხელა ფსონს დებს, საკუთარ უძალობას, საკუთარ უუნარობას ადასტურებს. ის ადასტურებს იმას, რომ თვითონ აქ, ადგილზე, ქართველი ხალხის დახმარებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია.

თქვა ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა TV პირველის ეთერში. 20 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სანქციების სიას, რომელშიც ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავები და ახლობლებიც შედიან.

კომენტარები