რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი დნიპრო დაბომბეს – დაღუპულთა შორის ორსული ქალია

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. რუსების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა, 4 პირი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ გაავრცელა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი ორსული ქალია. ის ბენზინგასამართ სადგურზე იმყოფებოდა, რომელსაც რუსი ოკუპანტების იერიშის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა. უწყების ინფორმაციით, ქალი მანქანაში ცოცხლად დაიწვა.

26 ოქტომბერს საჰაერო თავდასხმის განგაშის სირენები უკრაინის უმეტეს ტერიტორიაზე ჩაირთო, ქვეყნის დასავლეთში მდებარე ოლქებისა და ოკუპირებული ყირიმის გარდა.

კომენტარები