რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი უკრაინაში მიიწვია

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის ახალ პრემიერმინისტრს რიში სუნაკს ტელეფონით ესაუბრა და ის უკრაინაში მიიწვია.

"მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა და უკვე ტრადიციული ბრიტანული ლიდერობა დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში, მომავალშიც მხოლოდ გაძლიერდება. ახალი პრემიერმინისტრი უკრაინაში მოვიწვიე." - თქვა ზელენსკიმ.

24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და ქვეყნის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი გახდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი, სახელმწიფო ხაზინის ყოფილი მინისტრი, პენი მორდონტი იბრძოდა, თუმცა, დღეს, მორდონტმა კანდიდატურა უკან გაიწვია.

ასევე, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქმვა, რომ მან 100-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერა მოაგროვა, თუმცა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კენჭს არ იყრის

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმა 45-დღიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობა დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთში წელს უკვე მეორედ, კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა პარტიის ახალი თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერმინისტრი აირჩიეს. 

კომენტარები