კაპიტოლიუმზე თავდასხმა

ტრამპის ყოფილ მრჩეველს, სტივ ბენონს ოთხი თვით პატიმრობა მიესაჯა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარ სტრატეგს, სტივ ბენონს ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. რაიონული სასამართლოს მოსამართლემ კი 6 500 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილების მიზეზი 6 იანვარს კონგრესზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარია.

ეს სასჯელი ბენონს უკანასკნელ 50 წელში პირველ პირად აქცევს, რომელიც კონგრესის უპატივცემულობის გამო დააკავეს. გადაწყვეტილება იუსიტიციის დეპარტამენტში კაპიტოლიუზმის თავდასხმის შემსწავლელი კომიტეტის მიმართ უპატივცემულობის შესახებ რეაგირებაზე მაღალ სტანდარტს აწესებს. 

ბენონმა სასამართლოს ვადის შემცირება სთხოვა. ამასთანავე, მოითხოვა სასჯელის აღსრულების დროებით შეჩერება, რათა მის ადვოკატებს მიეცეთ დრო, წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლემ ბოლო მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბენონს სააპეალციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ დააკავებენ. 

თეთრი სახლის ყოფილ სტრატეგს ბრალი კონგრესის უპატივცემულობისთვის მას შემდეგ წაუყენებს, რაც უარი თქვა კომიტეტისთვის წარედგინა დოკუმენტები და გამოცხადებულიყო ჩვენების მისაცემად. წარმომადგენელთა პალატამ ბენონის საქმე იუსტიციის დეპარტამენტს გადასცა.

კომიტეტმა ბენონის დაკითხვა გადაწყვიტა, რადგან გამოძიების დასაწყისში გამოვლინდა, რომ კაპიტოლიუმის თავდასხმის წინ იგი ფლობდა ინფორმაციას დონალდ ტრამპის მცდელობებზე, შეეჩერებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების გამოცხადება.

კომენტარები