კაპიტოლიუმზე თავდასხმა

კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეზე ულტრამემარჯვენე ჯგუფის ლიდერს 17 წლით პატიმრობა შეეფარდა

Jason Andrew for The New York Times

კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეზე ულტრამემარჯვენე ჯგუფის "ამაყი ბიჭების" ლიდერს, ჯოზეფ ბიგსს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ნაფიცმსაჯულებმა ჯოზეფ ბიგსი და მისი თანამზრახველი ზაქარი რელი დამნაშავეებად ცნეს აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობის შტურმით აღებისთვის. 

2021 წლის 6 იანვარს ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მისი შტურმით აღება სცადეს. ისინი უკმაყოფილოები იყვნენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, სადაც დონალდ ტრამპი დამარცხდა. 

ჯოზეფ ბიგსი პირველია კაპიტოლიუმზე თავდამსხმელთაგან, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა ამბოხების მცდელობისთვის. 

მოსამართლის განმარტებით ჯოზეფ ბიგსი, როგორც ჯგუფის ლიდერი, არ ცდილობდა ძალადობის მინიმიზებას, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. 

"მე ხალხის მასამ მაცდუნა და უბრალოდ წინ მივდიოდი. ტერორისტი არ ვარ, გულში სიძულვილი არ მაქვს" - თქვა "ამაყი ბიჭების" ლიდერმა ჯოზეფ ბიგსმა.

კომენტარები