კაპიტოლიუმზე თავდასხმა

ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნეს

AFP

41 წლის კლიტ კელერი 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მასობრივ თავდასხმაში მონაწილეობისთვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. კელერი პროფესიონალი მოცურავეა და ამერიკის სახელით მონაწილეობას იღებდა ოლიმპიადაზე, სადაც 2004 და 2008 წლებში ოქროს მედალი მოიპოვა

კელერს სამი წლით პირობითი პატიმრობა და 6 თვით შინაპატიმრობა მიესაჯა. კლიტ კელერი ერთ-ერთი იყო დონალდ ტრამპის იმ მხარდამჭერებიდან, რომლებიც კაპიტოლიუმის შენობაში იმიტომ შეიჭრდნენ, რომ კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების რატიფიცირებას აპირებდა. 

კაპიტოლიუმში გადაღებულ კადრებში ჩანს კლიტ კელერი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის დეპუტატს ჩაკ შუმერს და სპიკერ ნენსი პელოსის უხამსი სიტყვებით მიმართავდა. პროკურატურის მტკიცებით, კელერმა ასევე ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, როდესაც ისინი მის შენობიდან გაყვანას ცდილობდნენ. 

"კლიტ დერიკ კელერმა, რომელიც ამერიკის დროშას ადრე ოლიმპიადაზე ატარებდა, 6 იანვარს ამერიკის დროშა ნაგვის ურნაში გადააგდო" - თქვა საქმის პროკურორმა. 

კომენტარები