საქართველო-უკრაინა

სარჯველაძე სანქციებზე: ამის სერიოზულად აღქმა უბრალოდ შეუძლებელიცაა

უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული არიან ცალკეული ადამიანები და ცალკეული პოლიტიკური ძალები, რომელთაც ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ რამენაირად ცეცხლის წამკიდებლის როლი ითამაშონ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში.

იმდენად აბსურდული, დაუსაბუთებელი, იმდენად უსაფუძვლოა გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, რომ სიმართლე გითხრათ, ამის სერიოზულად აღქმა უბრალოდ შეუძლებელიცაა.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. გუშინ, 20 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სანქციების სიას, რომელშიც ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავები და ახლობლებიც შედიან.

კომენტარები