ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას

პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი, ბერდია სიჭინავა გამართულ ბრიფინგზე პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად და ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

"დღეს საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ ღირსებააყრილი, მატყუარა, არაკომპეტენტური პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც სიმართლეს ვერ უსწორებს თვალს და სიმართლესთან ბრძოლა გადაწყვიტა საკუთარი ქოცური, ზონდერული დაჯგუფების მეშვეობითით. ამ პერიოდის განმავალობაში ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ ებრძვიან სიძულვილის ენას.

მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ძალადობა გახდა ოცნების და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობაძიძეს საფირმო ნიშანი, რომელიც ნოემბერ-დეკემბრიდან ფიზიკურად უსწორდება სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ქიმიურად წამლავს მათ და ამის არაერთი ჟურნალისტური გამოძიება არსებობს საერთაშორისო დონეზე.

სისტემური ძალადობა გახდა ოცნების საფირმო ნიშანი. დღეს, ირაკლი კობახიძემ საბოლოოდ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერმინისტრად და ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას.

ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამაყობდით ოლიმპიური ჩემპიონებით, რომლებსაც უამრავი სიხარული მოუგვრია ჩვენთვის, სამწუხაროდ, ოცნებამ ოლიმპიური ჩემპიონები ქოც ზონდერებად გადააქცია. ჩვენ ვნახეთ როგორი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხდებოდა საქართველოს პარლამენტში. ძალადობის ფაქტებმა უკვე პარლამენტშიც შეაღწია. ქართულ ოცნებას არავისთან არაფრის გადატვირთვის არც უნარები გააჩნია და არც კომპეტენცია. საკუთარ მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. სიმართლეს ძალადობით უპირისპირდება. ნამდვილად არ აქვს რესურსი ამ ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებად იწოდებოდეს და მართავდეს ამ ქვეყანას. ფაქტი ერთია, რომ ეს ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, მათ შორის, ყველას პროფესიული და პერსონალური პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ იმ ფაქტებზე, რაც დღეს ხდებოდა საქართველოს პარლამენტში.

მადლობა ჩემ თანაგუნდელებს, რომლებიც იბრძოდნენ ღირსეულად, სიმართლით, სიტყვით საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის, ოკუპაციის წინააღმდეგ ხმამაღალ სიტყვას ამბობდნენ პარლამენტში და დღეს ირაკლი კობახიძეს არაფერი არ ჰქონდა სალაპარაკო არაფერი. ირაკლი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ამ ქვეყანაში გავრილოვი ჩამოიყვანა და სტიქიურ უბედურებად იქცა 2019 წლის 20 ივნისი. რომლის სახელსაც მიეწერება გავრილოვის ვიზიტი, ბაქოში დამალვა, სხვის მიერ გაკეთებული განცხადება მისი გადადგომის შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თითქოს ნაცების გასამართლებას ჰპირდებოდა საზოგადოებას, საკუთარი თანაგუნდელების დაჭერით დაიწყო მოღვაწეობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გაანადგურა საკუთარი პარტია და საკუთარი პარტიის თავის ტკივილადაც იქცა. პრემიერი, რომლის სახელსაც უკავშირდება დანგრეული პარტნიორობა აშშ-თან. შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი, ამოქმედებული მოსკოვის მექანიზმი, დარბეული ახალგაზრდობა, დემოკრატიის შემზღუდავი და თავისუფალი აზრის გამომხატველი კანონმდებლობის მიღება, რუსული კანონი და ა.შ. დღეს კი საბოლოოდ გაფორმდა ირაკლი კობახიძე მთავრობა მოძალადე მთავრობად, რომელიც განსხვავებულ სიტყვას ვერ იტანს არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ საკუთარ სივრცეშიც.

ცდილობენ შემოსაღებას, თითქოს ჩვენმა გუნდმა განახორციელა თავდასხმა მათი გუნდის მისამართით, თურმე გიგა ფარულავა ფიზიკურად გაუსწორდა 3 ოლიმპიურ ჩემპიონს და კიდევ 3 თუ 4 სპორტსმენს.

ამ შემოსაღებას, ამ ვირტუალური რეალობის, რომელსაც ახლა ვხედავთ ფაბრიკაციას, თქვენ დააკვირდით თუ გინდათ TV იმედის ეთერით გავრცელებულ განცხადებას და ნარატივებს, აუცილებლად გაეცემა შესაბამისი პასუხები, მაგრამ ეს არის გამოწვეული იმით, რომ 2025 წლის იანვარში როდესაც ბატონ გიორგი გახარიაზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა, ეს მოძალადე დიმიტრი სამხარაძე დღესაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირად იწოდება.

ამაზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული მთელს იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც საქართველოს პარლამენტშია ოცნების სახით წარმოდგენილი და დღეს უკვე ამ მოძალადეების გვერდით დადგნენ ის ადამიანები, რომლებმაც გაბედეს საქართველოს პარლამენტში, სადაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები უნდა წყდებოდეს ხელი აღემართათ საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ, მხოლოდ იმიტომ, რომ კრიტიკული აზრი ვერ მოისმინეს საქართველოს პარლამენტში იმ მოქალაქეების ხმა, რომელსაც პერიოდულად დევნიან, ფიზიკურად უსწორდებიან სხვადასხვა დაწესებულებებში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში თუ ასე შემდეგ, ამიტომ, ყველამ დაინახა დღეა რომ ოცნება არის მოძალადე და მოძალადე ხელისუფლებები ძალიან ცუდად ამთავრებენ ამ ქვეყანაში" - ამბობს გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრი, ბერდია სიჭინავა.


ცნობისთვის, პარლამენტის დღევანდელ დასკვნით სასესიო სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ოცნებისა და გახარიას პარტიის წევრები.

მომხდარზე კომენტარი ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. მან გახარიას პარტიას "აგენტურა" უწოდა და თქვა, რომ "კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს."

კომენტარები