საქართველო-უკრაინა

დეკანოიძე: საქართველოში დადასტურდა ივანიშვილის ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული მმართველობა

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ეს დადასტურდა გუშინაც, რომ საქართველოში ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული რეჟიმი, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, რომელსაც აქვს არაფორმალური და მათ შორის ფორმალური კავშირები რუს ტერორისტულ რეჟიმთან, რაც გულისხმობს ასევე იმ ჩანაწერს, რომელიც გამოქვეყნდა; ევტუშენკოვისა და ივანიშვილის საუბარი, არის, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიისთვის პრობლემა, არამედ რეგიონის უსაფრთხოებისთვის პრობლემა და ცივილიზებული სამყაროსთვის ძალიან დიდი გამოწვევა იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კავშირები რუსეთთან, რომელიც ევროკავშირის რეზოლუციით, რომელმაც ქართულმა ოცნებამ არ დაუჭირა მხარი, რუსული რეჟიმი, პუტინის რეჟიმი აღიარებულია ტერორისტულ რეჟიმად, სახელმწიფოდ და არის ძალიან დიდი პრობლემა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ეს არის გამოწვევა მთლიანად შავი ზღვის რეგიონისთვის.

ქართული ოცნებისთვის საქართველოს სახელმწიფო არ არის მათი სამშობლო, ან ჩვენი სამშობლო ყველასი ერთად. ქართული ოცნებისთვის საქართველოს სახელმწიფო ეს არის ბიძინა ივანიშვილი, მამაცაშვილი, ივანიშვილის ძმა და მათი ფინანსური კაპიტალის დაცვა. ეს არის ყველაზე უფრო ძირგამომთხრელი საქმიანობა და პოლიტიკური დოქტრინა, რომელსაც მიყვება ქართული ოცნება, როდესაც ისინი აიგივებენ ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოსთან.

ამიტომ, შევახსენებ ყველას, ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდება და მან ძალიან კარგად იცის, რატომ არ არის ამ სიაში, და ეს ძალიან კარგად იციან ოცნების წარმომადგენლებმაც, მეორე; სანქციები გაფართოვდება, ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, მესამე - რეალურად, ქართული ოცნება არის პოლიტიკური ძალა იდეოლოგიური საყრდენის გარეშე, რომელსაც არ მიაჩნია რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ და ეს დაადასტურა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი; ჩვენი სახელმწიფო, სამშობლო არ არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი სახელმწიფო არის საქართველო, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საკუთარი მოქალაქეების ინტერესს. შესაბამისად, ერთადერთი ყველაზე ნიშანდობლივი რაც შეიძლება ამის შემდეგ მოხდეს და განვითარდეს, ეს არის ის, რომ ივანიშვილმა გაიგოს, მის ფინანსურ კაპიტალს აუცილებლად დაემუქრება საფრთხე იმ შემთხვევაში, თუ ის არ ჩამოსცილდება მმართველობას.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე. გუშინ, 20 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სანქციების სიას, რომელშიც ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავები და ახლობლებიც შედიან.

კომენტარები