ერთადერთი შანსი დეპოლარიზაციის, არის ის, რომ ნაცმოძრაობა უნდა ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებით ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. ეს არის ერთადერთი რეცეპტი. ნაცმოძრაობა გახსოვთ, რომ ალაგებდა ხოლმე, თავისი პარტიები ჰქონდა შექმნილი და ა.შ ჩვენი ხელწერა ეს არ არის. ჩვენ ხელოვნურ პარტიებს ნამდვილად ვერ შევქმნით, უბრალოდ, მარტივი რაღაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციური ნიშა არსებობს ბუნებრივად ყველა ქვეყანაში. ჩვენ რომ არჩევნებში 47-48%-ს ვიღებთ, ეს არის სწორედ იმის დამსახურება, რომ მეორე მხარეს არის სრულად არაჯანსაღი პოლიტიკური ძალა და ხალხი აკეთებს არჩევანს, რომ არის უბედურება და ოღონდ ეს უბედურება არ იყოს და ამიტომაც გვაქვს 47-48%, თორე თავისთავად დემოკრატიულ სისტემაში, 47-48%-იც მაღალი შედეგია გამარჯვებული პარტიისთვის. ჩვენთან ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებით რომ იყოს დაკომპლექტებული პოლიტიკური სისტემა, ჩვენ წესით ნაკლებს ავიღებდით, როგორც ეს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ხდება.
tbl.ge/65xn
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ TV Imedi-ს ეთერში.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




