საქართველო-უკრაინა

კობახიძე სანქციებზე: მე ემოციებს არ ავყვებოდი და ცალმხრივ მეგობრობას შევინარჩუნებდი

ზოგადად, ბუნებრივია, ასეთ ნაბიჯებს სჭირდება რეაგირება, მაგრამ რა ტიპის უნდა იყოს ეს რეაგირება, მე არ ვიცი. ეს არის უპირატესად აღმასრულებელი ხელისუფლების ამოცანა, რომ ასეთ საკითხებზე იმსჯელოს, ეს არის მთავრობა, პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენ კონსულტაციებისთვის მზად ვართ.

მე არ ვიჩქარებდი, მე მაინც დავრჩებოდი ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან, ეს ერთი, მეორე - ეს ხალხი და ეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ, რომ არის ომი უკრაინაში და აქედან გამომდინარე, მე ემოციებს არ ავყვებოდი და ცალმხრივ მეგობრობას შევინარჩუნებდი, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებასთან. ეს იქნებოდა ჩემი პოზიცია, თუმცა დიპლომატიური რეაგირება როგორი იქნება, ეს არის არსებითად სწორედ დიპლომატიური უწყების - მთავრობის, პრემიერის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა. 

ასე პასუხობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაგირება ექნება საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც  ხელი მოაწერა სანქციების სიას, რომელშიც ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავები და ახლობლებიც შედიან.

კომენტარები