საქართველო-ევროკავშირი

შოლცი: ევროპელი ხალხის ხმა უნდა ისმოდეს ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა

Tagesschau.de

გერმანიაში მიმდინარე ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის მომავალ გაფართოებაზე ისაუბრა და თქვა, რომ აღმოსავლეთით ბლოკის გაფართოება ევროპისთვის მომგებიანია, თუმცა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.

შოლცის თქმით, ევროპელი ხალხის ხმა მთელ კონტინენტზე უნდა ისმოდეს – ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე და ლისაბონიდან თბილისამდე.

"დღეს, როცა რუსეთი ცდილობს, ძალადობრივი გზით შეცვალოს საზღვრები თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის, ჩვენ ევროპის ხალხი ვართ, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს – ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმაც.

ერთად ჩვენ საფუძველი უნდა ჩავუყაროთ თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ ევროპას. სწორედ ასე შეგვიძლია დავიცვათ ევროპული ღირებულებები როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ევროპა ჩვენი მომავალია და ეს მომავალი გაბედულად უნდა ჩამოვაყალიბოთ". – თქვა შოლცმა.

14 ოქტომბერს ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, სადაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია.

კომენტარები