ვაკის პარკი

კალაძე: ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა აგებს პასუხს, მათ შორის, მეც

პირველ რიგში, დაზარალებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა, უმძიმესია ეს ყველასთვის და გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის, მეც. თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდი მოინახულა. ვაკის პარკის შადრევანში სამ მოზარდს დენმა დაარტყა, მათგან ერთ-ერთი, 13 წლის გოგო გარდაიცვალა. 

კომენტარები