რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიდერლანდები უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტებს მიაწვდის

IRIS-T SLM-ის სისტემა

ნიდერლანდები უკრაინას საჰაერო და სარაკეტო თავდაცვისთვის €15 მილიონზე მეტი ღირებულების რაკეტებს გადასცემს. ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლლონგრენი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვოპკე ჰოექსტრი ავრცელებენ.

საუბარია საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემის რაკეტებზე, რომლებსაც უკრაინას ერთ-ერთი მოკავშირე აწვდის.

"მთავრობა კატეგორიულად გმობს ამ თავდასხმებს. მინისტრთა კაბინეტს ასევე სურს სიგნალი გაუგზავნოს რუსეთს". - წერია განცხადებაში

    კომენტარები