რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დასახმარებლად 1.3 მილიარდი დოლარი მიიღო

IMF

უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დამატებითი ფინანსური დახმარების სახით $1.3 მილიარდი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა გაავრცელა

ეს თანხა პრიორიტეტული საჭიროებების დასაფინანსებლად გამოიყენება, მათ შორის: თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, პენსიების გასაცემად, სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად და ეკონომიკის მხარდასაჭერად.

შმიგალის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას $2.7 მილიარდის დახმარება გაუწია.

კომენტარები