რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Spiegel: უკრაინამ გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო

გერმანული IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემა
MICHELE TANTUSSI/Getty Images

უკვე რამდენიმე თვეა გერმანიის ფედერალური მთავრობა უკრაინას თანამდროვე საჰაერო თავდაცვის სისტემას ჰპირდება. Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიამ უკრაინას დაპირებული 4 IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემიდან პირველი უკვე მიაწოდა მაშინ, როცა პირველი გადაცემა თავდაპირველად ნოემბერში იგეგმებოდა.

ფედერალური მთავრობის განცხადებით, იარაღი არის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა გერმანიაში. იგი შეიმუშავა გერმანული შეიარაღების კომპანია Diehl Defense-ის მიერ.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, სახმელეთო საზენიტო სისტემა, უპირველეს ყოვლისა, რუსული არმიის საჰაერო თავდასხმების მოგერიებით მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ისახავს მიზნად. შოლცის განმარტებით, მიწოდებული ტექნიკით საჰაერო თავდასხმებისგან დიდი ქალაქების დაცვაც შესაძლებელია.

რუსეთმა ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო. ოკუპანტები ძირითადად თავს უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ესხმიან. 

უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სულ მცირე 2 აფეთქება მოხდა. უკრაინელი Telegram-არხები წერენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა კიევში გრუშევსკის ძეგლთან, ვლადიმირსკაიას ქუჩაზე დაეცა. მათივე ცნობით ადგილზე მაშველები მუშაობენ, მოსახლეობა კი მეტროებში თავშესაფრისთვის ჩადის.

კომენტარები