ფეხბურთი

CAVEA-ში ნაპოლი-აიაქსის ფეხბურთის მატჩის ჩვენება გაიმართება

Cavea

12 ოქტომბერს, 20:45 საათზე, Cavea საბურთალო მოლის ScreenX დარბაზში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის, ნაპოლი-აიაქსის ჩვენება გაიმართება.

ამ დროისთვის ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში ნაპოლი სამი გამარჯვებით პირველ ადგილს იკავებს. აიაქსი ერთი მოგებით მესამე ადგილზეა. 

დიდ ეკრანზე საფეხბურთო მატჩის ჩვენება Setanta Sports Georgia-ს მხარდაჭერით კეთდება, რომელიც საქართველოში ჩემპიონთა ლიგის თამაშების ოფიციალური დისტრიბუტორია.

ScreenX დარბაზი 175 ადამიანს იტევს, ბილეთის ფასი 15 ლარია.

იმავე დღეს, ScreenX დარბაზში 23:00 საათზე ბარსელონასა და ინტერის შეხვედრის ჩვენებაც გაიმართება.

კომენტარები