რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა

ჯო ბაიდენი მადრიდის სამიტზე, 2022 წლის 29 ივნისი. 
Jonathan Ernst/Reuters

თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას დაჰპირდა.

აქამდე, 10 ოქტომბრის მასშტაბური იერიშების შემდეგ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები მხოლოდ გაზრდის უკრაინის მიმართ ამერიკის თანადგომას.

8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, რაშიც ვლადიმირ პუტინი უკრაინას ადანაშაულებს, რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინულ ქალაქებში მდებარე ობიექტებზე, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშები მიიტანა. ისროლეს ათეულობით რაკეტა. იერიში მიიტანეს დედაქალაქ კიევზეც. თავდასხმების შედეგად რამდენიმე უკრაინულ ქალაქსა და ოლქში წყლისა და ელექტროენერგიის მომარაგება შეწყვეტილია.

ამას გარდა, უკრაინას უახლოეს დღეებში  IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი 4 სისტემის მიწოდებას გერმანიაც ჰპირდება.

კომენტარები