რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინაში სირენების ხმა არ წყდება, გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები

სრულმასშტაბიანი ომის 229-ე დღეა. 229 დღეა, ცდილობენ გაგვანადგურონ და მიწის პირიდან აღგვგავონ, გაანადგურონ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ზაპოროჟიეში საკუთარ სახლში სძინავთ, მოკლან ადამიანები, რომლებიც დნეპრსა და კიევში სამუშაოდ მიდიან. 

უკრაინის მასშტაბით განგაშის სირენები არ წყდება, რაკეტები ცვივა. საუბედუროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები, იზრუნეთ საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებზე. მოდით, ვიყოთ ერთად და ვიყოთ ძლიერები. 

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. ღამით რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში კორპუსი დაბომბეს, დღეს დილით კი აფეთქების ხმა ისმოდა კიევში. 

კომენტარები