ქართული ოცნება

თალაკვაძე: ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, ვისი ლიდერობითაც დღეს დაცულია ადამიანის უფლებები

ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, ვისი პოლიტიკური ლიდერობითაც საქართველოში დღეს დაცულია ადამიანის უფლებები ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ეს ყოფილა ოდესმე წარსულში. ის გახლავთ ადამიანი, ვინც პირდაპირ მხარდაჭერა და საფუძველი ჩაუყარა საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებს. 

[...] ის გასულია პოლიტიკიდან, ის გახლავთ ფილანტროპი და ადამიანი, ვინც მომავალში ისევ მოქალაქეების სასარგებლოდ  განათლების სექტორში, კულტურის სფეროში ახორციელებს ქველმოქმედებას და ეს არის ძალიან დიდი საქმე. სწორედ ამიტომ, დღეს ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობა, რადიკალური ოპოზიცია არის განმსჭვალული პოლიტიკური შურისძიებით და მათი ნებისმიერი ნაბიჯი, მათ შორის, დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობს ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არის ერთადერთით განპირობებული - მათ ამოძრავებთ პოლიტიკური შურისძიება.  

ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას. 

კომენტარები