ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ბიზნესმა დაიჯერა ჩვენი პოლიტიკის, ბიზნესი გამოგვყვა

ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს. ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. შემთხვევითი არაა ის, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა და პანდემიის შემდეგ ქვეყანა გავხსენით, ბიზნესმა დაიჯერა ჩვენი პოლიტიკის, ბიზნესი გამოგვყვა და ჩვენ შარშან მივიღეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, რომ საგრძნობლად, თითქმის 30%-ით არის გაზრდილი მთელი ბიზნესის ბრუნვა. თუ არ ვცდები, 150 მილიარდ ლარამდე არის ასული.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ 2020 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი, იყო თითქმის 50 მილიარდი ლარი. 2023 წლის იანვრისთვის, მომავალ ელს, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მილიარდი. სულ რაღაც ორ წელიწადში 30 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარში. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 7500 დოლარი გახდება, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები