რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: რუსეთის ბოლო ქმედებები ომის დაწყების შემდეგ ყველაზე სერიოზული ესკალაციაა

Jason Franson/The Canadian Press/AP

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ბოლო ქმედებები წარმოადგენს კონფლიქტის ყველაზე სერიოზულ ესკალაციას რუსეთის უკრაინაში განმეორებით შეჭრის შემდეგ.

"პუტინმა ასობით ათასი ჯარისკაცის მობილიზება ბრძანა, ჩაერთო უპასუხისმგებლო ატომური იარაღის ჟღარუნში და ახლა უკანონოდ გამოაცხადა უკრაინის დამატებითი ტერიტორიის ანექსია. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ბოლო მოქმედებები ყველაზე სერიოზულ ესკალაციაა ომის დაწყების შემდეგ", - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. 

მისი თქმით, NATO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი "ურყევი მხარდაჭერა" უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და სტოლტენბერგის განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვერ შეაფერხებს უკრაინისადმი ალიანსის მხარდაჭერას.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა. პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ფედერალური საბჭო მხარს დაუჭერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას. 

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა, პუტინთან ერთად, ხელი მოაწერეს რუსეთთან შეერთების ე.წ. დოკუმენტს.

კომენტარები