პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებული გვაქვს საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც. ჯარის ქალაქი სრულდება, რამდენიმე თვეში გავხსნით და 1 000-ზე მეტ ჯარისკაცს გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. ახლა, რამდენიმე კვირაში დავიწყებთ პოლიციელების ქალაქის მშენებლობას. 1 000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ამ ბინებს და რა თქმა უნდა, ეს იქნება გრძელვადიანი პროგრამა. ასევე გათვალისწინებული გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის პოლიციის შენობების რემონტი, ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღება, აღჭურვილობა, ახალი მანქანები და ასე შემდეგ.
ქართული ოცნება
პრემიერი: რამდენიმე კვირაში ვიწყებთ პოლიციის ქალაქის მშენებლობას, ჯარის ქალაქი სრულდება
tbl.ge/659u
დაკოპირდა

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




