რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გუტერეში: რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსია სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსია სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს.

"უკრაინის რეგიონების, დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიის ნებისმიერი გადაწყვეტილება იურიდიულად გამართლებული ვერ იქნება". - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

გუტერეშის თქმით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმები უკრაინის სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს მიღმა ჩატარდა. გაეროს გენერალური მდივნის სიტყვებით, რეგიონების ანექსიის ადგილი თანამედროვე სამყაროში არ არის.

"ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტის, ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული ვართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დროა, დასრულდეს ეს დამანგრეველი და უაზრო ომი". - თქვა გუტერეშმა.

კომენტარები