რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

კულება: საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის Caesar-ების გადმოცემაზე შეთანხმებასთან ახლოს ვართ

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დმიტრო კულებამ და კატრინ კოლონამ კიევისთვის საარტილერიო სისტემების Caesar-ის ახალი პარტიის გადაცემის საკითხი განიხილეს.

"ჩვენ ვგრძნობთ საფრანგეთის ყოველდღიურ ეფექტურ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო დონეზე. ამ მხრივ, ჩვენ კიდევ ერთი წინ გადადგული ნაბიჯი გვაქვს უკრაინისთვის ახალი საარტილერიო სისტემების Caesar-ის გადაცემის საკითხზე, რომლებმაც უკვე აჩვენეს მაღალი ეფექტურობა ბრძოლის ველზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ერთობლივი ძალებით ამ კონტრაქტს წარმატებით გავაფორმებთ და ეს უკრაინის თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გააძლიერებს". - თქვა კულებამ საერთო პრესკონფერენციაზე.

ამასთან, საფრანგეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინის ბირთვული უსაფრთხოების საკითხშიც. კულებას თქმით, ოფიციალური პარიზი დიდ ყურადღებას აქცევს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთისგან უკრაინამ საარტილერიო სისტემების Caesar-ის წინა პარტია ივლისში მიიღო.

კომენტარები