ლარსის საბაჟო

კობახიძე: საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება, პირველ რიგში, ქართველთა ინტერესებს დააზიანებს

ჩვენი თანამოქალაქეები მრავლად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში და მათაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში შემოვიდნენ, აქედან გამომდინარე, აპრიორი საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება და ეს პირველ რიგში, ქართველების ინტერესებს დააზიანებს. ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამის მიღმაც არის უამრავი საკითხი, რაც უნდა იყოს მხედველობაში მიღებული. მთავარია, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას პრობლემა არ შეექმნება.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ლარსის გამშვებ პუნქტთან საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების დიდი რიგი დგას.

კომენტარები