რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვში რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა 15 წლის გოგო იმსხვერპლა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ პერვომაისკიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად, 15 წლის გოგო დაიღუპა. აგრეთვე, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

"რუსმა ოკუპანტებმა იერიში სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განახორციელეს. 2 კერძო სახლი მთლიანად განადგურდა. სამწუხაროდ, 15 წლის გოგო დაიღუპა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება. ყველა, ვინც ომის დანაშაულს სჩადის, დაისჯება". - წერს სინეგუბოვი.

უკრაინულმა ძალებმა სექტემბერში რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს.

კომენტარები