გირჩი

ჯაფარიძე უცნობს: ჩემს ძმასაც რომ ჰქონდეს 7 მლნ მიღებული, შეიძლება, მეც წყნარად ვყოფილიყავი

"მე შვილები მყავს და წყნარად არ ვარ. ჩემს ძმასაც რომ ჰქონდეს 7 მილიონი მიღებული საპარტნიორო ფონდიდან, რომელსაც არ სთხოვენ და აჩუქებენ, ხო, შეიძლება, მეც წყნარად ვყოფილიყავი, მაგრამ არა ვარ" - ასე უპასუხა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ მომღერალ გია გაჩეჩილაძეს (უცნობს) გადაცემაში - უცნობის კიდობანი. გაჩეჩილაძემ იქამდე თქვა, რომ ჰყავს შვილიშვილი და არის წყნარად, რომ "ქვეყანაში ცეცხლი არ ანთია".

7 მილიონის შესახებ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება გია გაჩეჩილაძემ უარყო და თქვა, რომ მის ძმას ეს არასდროს დაუდასტურებია. "ჩემმა ძმამ აიღო შვიდი მილიონი? ჩემი ძმის ამბავი მე თუ არ ვიცი, შენ იცი ჩემზე კარგად? დავაგინო ახლა დედა საჯაროდ გადაცემაში?" - მიმართა მან გირჩი-მეტი თავისუფლების თავმჯდომარეს, რის შემდეგაც ზურაბ ჯაფარიძემ ლევან გაჩეჩილაძის განცხადება Google-ში მოუძებნა და წაუკითხა. 

კომენტარები