რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ყირიმის დაბრუნების საკითხი, შესაძლოა, დიპლომატიური გზებით მოგვარდეს

ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შესაძლოა, ოკუპირებული ყირიმის დაბრუნება დიპლომატიური გზით მოხდეს. 

ამის შესახებ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, არის თუ არა უკრაინა იმ მდგომარეობაში, რომ ყირიმი დაიბრუნოს, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ  "სხვა გზა და გამოსავალი არ არსებობს". 

"აუცილებელია ტერიტორიების დეოკუპაცია. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით დაბრუნდეს და უკრაინაში ხალხი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დაუჭერს მხარს ამ საკითხის მოგვარების დიპლომატიურ გზას". - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ დეტალებს ვერ ასაჯაროებს.  

"ადამიანთა რომელი წრე განიხილავს ამ საკითხს? და როდის იქნება ეს? ახლა ვერ ვიტყვი". - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები