საქართველო-აშშ

დეგნანი: კინზინგერი თქვენი მეგობარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობას სულ დაეთანხმება

კონგრესმენი კინზინგერი წარმომადგენლობითი პალატის წევრია, რომელიც ჩვენს სისტემაში მთავრობის სრულიად ცალკე შტოა. რა თქმა უნდა, მას შეუძლია თავისი პოზიციის გამოხატვა. ის, რაც მე ვიცი კონგრესმენი კინზინგერის შესახებ არის ის, რომ იგი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელია. ის საქართველოსა და მისი ევროატლანტიკური მომავლის დიდი გულშემატკივარია. ეს ის საკითხია, რისთვისაც ის მრავალი წელია, მუშაობს. ის საქართველოს მეგობარია, ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოღვაწეობის დიდი თაყვანისმცემელია. 

შესაბამისად, თქვენ კონგრესმენ კინზინგერის სახით ნამდვილი მეგობარი გყავთ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის დაეთანხმება ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება ან ყველაფერს, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს. სწორედ ამაშია დემოკრატიის ხიბლი, რომ შესაძლოა, არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები და ამ განსხვავებულობიდან ვიღებთ დებატებს, რასაც იმ პოლიტიკისა და ინიციატივების შემუშავებამდე მივყავართ, რაც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.

[იმედის თარგმანი] ამბობს საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი იმედთან ინტერვიუში. იმედის ჟურნალისტმა ელჩს კითხვა კინზინგერის განცხადების შესახებ დაუსვა, რომელიც, მისი შეფასებით, "ბევრმა აღიქვა ომში ჩართვის პირდაპირ მოწოდებად". 

9 სექტემბერს კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა დაწერა - "თუ თქვენი ქართული ლეგიონი არ შთაგაგონებთ განდევნოთ რუსული გავლენა და მისი მოქმედი პირები თქვენი მთავრობიდან და საზოგადოებიდან, არ ვიცი სხვა რა შთაგაგონებთ". 

კომენტარები