სოსო გოგაშვილი

მდინარაძე გოგაშვილზე: ენმ-ს გაპრავებას ემსახურება, მეტად როგორ უნდა დაეცეს, ვერ წარმოვიდგენ

გულწრფელად გეტყვით, როდესაც სოსო გოგაშვილის ამ განცხადებებზე, ამ აბსურდებზე მეკითხებოდნენ, თავს ვიკავებდი. მაინც, ადამიანს რომ იცნობ, ალბათ, რაღაც გარკვეული უხერხულობები არის. მე ვნახე ვახო გომელაურს გაუჭირდა კომენტარი, რთულია, როდესაც ადამიანს კარგად იცნობ, შემდეგ მას რასაც აკეთებს, ის უთხრა, არათუ ზედმეტ შეფასებებში შეხვიდე. ჩემთვის წითელი ხაზი იყო, როდესაც მან დაიწყო ლაპარაკი, რომ მოსკოვში სიებს აგზავნის ქართული ოცნება. შეიძლება, ბევრი რაღაც იკადრონ ვიღაცებმა, ჩემთვის იმის მეასედიც მიუღებელი იყოს, მაგრამ ასეთი სიბინძურე, ტყუილიც არ არის, არ უნდა იკადრო არასდროს. ჩემთვის ეს გახდა წითელი ხახი და ამის შემდეგ ბევრი რაღაც ვთქვი მასზე. 

დღევანდელი განცხადება ვნახე, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ, უკაცრავად ჟარგონისთვის, გააპრავოს ნაცმოძრაობა. წარმოიდგინეთ, ლამის ყოველდღე იმუქრებიან პირდაპირ ეთერში შენობებში შეჭრით, რევოლუციური სცენარებით და კაცი, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, მათი აგენტი გახდა, უპრავებს იმას, რომ ეს ხალხი არასდროს რევოლუციას არ გეგმავდაო. [...] მეტი რა უნდა დაემართოს ამ ადამიანს, როგორ უნდა დაეცეს, ვერ წარმომიდგენია, მართლა ვწუხვარ. მოსკოვში სიების გაგზავნა, ნაცმოძრაობას რევოლუციური სცენარით არასდროს უმოქმედია - ეს არის ის წითელი ხაზები, რის იქითაც ალბათ აღარც მორალი არსებობს, არაფერი აღარ არსებობს. უბრალოდ, ვიცით ჩვენ, რომ ერთი ადამიანი, რომელმაც იმ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, რომ გახდა გვერდითა დამატებით სპიკერი და აგენტი ნაცმოძრაობის, ახლა ამ განცხადებას აკეთებს - ბევრს გააკეთებს კიდევ და საფუძველი არცერთს არ ექნება. უამრავ განცხადებას მოვისმენთ, რომელსაც მტკიცებულებები არ ეხლება. 

ასე ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციის ლიდერებს შორის რევოლუციის განხორციელებაზე საუბარი არ ყოფილა და ეს ყველაფერი ქართული ოცნების მიერ მათ გაშავებას ემსახურება. 

კომენტარები