აშშ-ს საელჩო

სუს-ი აშშ-ს საელჩოზე: გამნაღმველებმა საჭირო სამუშაოები ჩაატარეს, საეჭვო არაფერი აღმოჩნდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე გამნაღმველებმა სამუშაოები ჩაატარეს, თუმცა, უწყების ინფორმაციით, "საეჭვო არაფერი აღმოჩნდა". 

"112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მივიდნენ გამნაღმველები. ჩაატარეს ყველა საჭირო სამუშაო. საეჭვო არაფერი აღმოჩნდა". - ამბობენ სუს-ში.  

დღეს, 13 სექტემბერს, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს საელჩოს შენობის მიმდებარედ გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობდნენ. აშშ-ს საელჩომ გაავრცელებულ განცხადებაში შსს-ს მადლობა გადაუხადა

"აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით". - ვკითხულობთ მათ განცხადებაში. 

კომენტარები