აშშ-ს საელჩო

აშშ: შემთხვევითი არაა, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა

ამერიკის საელჩოს ახალი განცხადების თანახმად, საქართველოს ინსტიტუტების გასაძლიერებლად აშშ ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას განაგრძობს.  

"შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა. უდავოდ, ძლიერ დემოკრატიას მოაქვს კეთილდღეობა და უსაფრთხოება. მაგრამ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე დემოკრატიას წარმატების იმედი არ აქვს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მათთან თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტების გასაძლიერებლად. საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რომ მიაღწიოს უფრო უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავლის მიზანს - ეს არის ის, რაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ და რასაც ისინი იმსახურებენ". – წერს ამერიკის საელჩო საქართველოში. 

განცხადება აშშ-ს საელჩომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც სენატორი ჯინ შაჰინი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები