საქართველოში აშშ-ს საელჩო მათ ტერიტორიაზე გამნაღმველების სავარაუდო მუშაობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით". - ვკითხულობთ განცხადებაში.
მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს საელჩოს შენობის მიმდებარედ გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობენ. ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.