თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია 2-წლიანი წყვეტის შემდეგ დაბრუნდა – გალერეა

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია 2-წლიანი წყვეტის შემდეგ დაბრუნდა – გალერეა

ორწლიანი წყვეტის შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტმა, ჯოჯრ ბუშის ინსტიტუტმა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა 5-6 სექტემბერს თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. 

კონფერენციის წლევანდელი სახელი "დიდება უკრაინას" იყო და, ძირითადად, სწორედ ამ თემატიკას შეეხებოდა. კონფერენციაზე იმსჯელეს უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალზე და ა.შ.  

თბილისი რუმში გამართულმა ორდღიანმა კონფერენციამ ევროპისა და აშშ-ს წამყვან ექსპერტებს, აკადემიკოსებსა და ყოფილ, თუ მოქმედ პოლიტიკოსებს მოუყარა თავი. სხვებთან ერთად კონფერენციაზე მიწვეულები იყვნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში, კარა მაკდონალდი, ეველინ ფარკასი მაკკეინის ინსტიტუტიდან, დევიდ კრამერი ჯორჯ ბუშის ინსტიტუტიდან, NATO-ში აშშ-ს ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი, აშშ-ს ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი, ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი და ანა ფოტიგა, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი, უკრაინაში აშშ-ს ყოფილი ელჩი, უილიამ ტეილორი და სხვები. 

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

კომენტარები